Accentnews.ge
Freedom House: დემოკრატიის დონე საქართველოში უმნიშვნელოდ შემცირდა

Freedom House: დემოკრატიის დონე საქართველოში უმნიშვნელოდ შემცირდა

06/05/2020 09:24:52 პოლიტიკა

«Nations in Transit 2020» - ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “Freedom House”-მა, რომელიც დემოკრატიის, სამოქალაქო თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების კვლევითა და ხელშეწყობითაა დაკავებული, ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღწერილია მსოფლიოს 29 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პროცესები. მოხსენება სახელწოდებით “დემოკრატიული ფასადის ჩამოგდებისას” ქვეყნების რეიტინგს 1-დან 7-მდე სკალის მიხედვით საზღვრავს.

საქართველო “ჰიბრიდული რეჟიმის მქონე” 10 ქვეყანას შორისაა. ქვეყნის დემოკრატიული მაჩვენებელი უმნიშვნელოდაა შემცირებული (3.29-დან 3.25-მდე), რაც სასამართლო სისტემის შეფასების ხარჯზე მოხდა. საქართველო უსწრებს ცენტრალური აზრიის ქვეყნებს, ასევე აზერბაიჯანს, ბელარუსს, რუსეთს, სომხეთს, მოლდოვასა და კოსოვოს. დემოკრატიის უფრო მაღალი ინდექსი აქვთ უკრაინაში, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში.

დოკუმენტში საუბარია ქართული ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტზე, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფების მომძლავრებაზე, მმართველი პარტიის მიერ შეუსრულებელ დაპირებაზე, ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო.

«კრიზისი საქართველოში 2020 წლის მარტში გადაიჭრა, როცა საქმეში ევროპელი და ამერიკელი სიპლომატები ჩაერთვნენ, რათა მხარეებს შერეული საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმების გაფორმებაში დაჰხმარებოდნენ», – ნათქვამია მოხსენებაში.

“Freedom House” აღნიშნავს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” შანსებს შეამცირებდა.

მოხსენებაში ასახულია საქართველოს სამართლებრივ სისტემაში მიმდინარე პროცესებიც.

“Freedom House”-ის ანალიტიკოსები საუბრობენ “რიგ სადავო საქმეებსა და თვითნებურ დაკავებებზე». მოხსენებაში მოხვდა თბილისის ექს-მერ გიგი უგულავას განაჩენი და პარტია “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე. უზენაესი სასამარლოს 14 მოსამართლის დანიშნვას კი “Freedom House” “უკიდურესად არაპროფესიონალური და არაჯანსაღი პროცესის” შედეგად აფასებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S