Accentnews.ge
სააკაშვილმა დაადასტურა, რომ უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში ინიშნება, მაგრამ არა საბჭოს მდივნად, არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ

სააკაშვილმა დაადასტურა, რომ უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში ინიშნება, მაგრამ არა საბჭოს მდივნად, არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ

06/05/2020 10:00:25 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა "დოიჩე ველესთან" საუბრისას დაადასტურა, რომ უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში ინიშნება, მაგრამ არა საბჭოს მდივნად, არამედ აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. დანიშნვის შესახებ ოფიციალური განცხადება სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.

«ანუ, ზელენსკი სააკაშვილს აძლევს სახელმწიფო სტატუსსა და ტრიბუნას კრიტიკისა და ინიციატივების გასაჟღერებლად და სააკაშვილს მათი მოდელირება შეეძლება. და, რაღა თქმა უნდა, მას ეძლევა ახლა უკვე შეუზღუდავი შესაძლებლობები, აკომენტაროს ნებისმიერი სახელმწიფო საკითხი ტელეარხებზე. დიახ, ვიცე-პრემიერის სტატუსი, რომლის სააკაშვილისთვის მინიჭებაზე დეპუტატებმა უარი განაცხადეს, უფრო წონადი იყო, მაგრამ საინფორმაციო სივრცეზე მშვენიერი წვდომა უზუნველყოფილია», - წერს Facebook-ში Цензор.НЕТ-ის მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი.

მისივე თქმით, უკრაინაში მოქმედი პრორუსული მედიის მასირებული შეტევისა და რუსული პროპაგანდის მთელი სიმძლავრის მიუხედავად, ზელენსკიმ დანიშნვის გადაწყვეტილება მიიღო.

“Цензор.НЕТ”-ის წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილი პირველ ხანებში რაიმე მკვეთრი პოლიტიკური მოძრაობების განხორციელებას, კონფლიქტებს არ გეგმავს, - «მისი ამოცანაა, განსაზღვროს საკუთარი დღის წესრიგი”.

“გლობალურად, ეს იქნება დერეგულაციასთან დაკავშირებული თემები. ზელენსკის სააკაშვილისთვის რაიმე მკაფიო სტრატეგია არ განუსაზღვრავს, ამიტომაც საქართველოს ექს-პრეზიდენტს ხელები გახსნილი აქვს», - წერს ბუტუსოვი.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

• საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის დანიშნვის შემთხვევაში უკრაინიდან შესაძლოა, საქართველოს ელჩი გაიწვიონ.

• სააკაშვილის კანდიდატურამ ვერ მოიპოვა ფართო მხარდაჭერა საპრეზიდენტო ფრაქცია “ხალხის მსახურში”. მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ მისი დანიშნვა დაიბლოკა.

• რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სააკაშვილის შესაძლო დანიშნვა უკრაინის ვიცე-პრემიერად – თავად უკარინელების საქმეა, თუმცა ზოგადად მისი მონაწილეობა პოლიტიკაში “ძალზე ცუდის მომასწავებელია”.

• მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობის სხვა ფორმატი იპოვეს, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ დავით არახამიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S