Accentnews.ge
კოკა ყანდიაშვილი: "ქართულ ოცნებაში" ბევრი მეგობარი მყავს, პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ"

კოკა ყანდიაშვილი: "ქართულ ოცნებაში" ბევრი მეგობარი მყავს, პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ"

06/05/2020 15:09:01 პოლიტიკა

„ეს პერსონას“ დამფუძნებელი კოკა ყანდიაშვილი აცხადებს, რომ მას „ქართულ ოცნებაში“ ბევრი მეგობარი ჰყავს და პარტიასაც ხშირად სტუმრობს.

როგორც ყანნიაშვილი ამბობს, „ესპერსონა“ დამოუკიდებელი მედია პლატფორმაა, ხოლო „Facebook“-ს ინფორმაცია „ანგაჟირებულმა ორგანიზაციებმა“ მიაწოდეს, რომელთა სამიზნეც თვითონ და მისი მედიასაშუალება იყო.

“არახალია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ხერხით მებრძვის 2004 წლიდან. არც ისაა ახალი, რომ არასდროს დავიღლები ამ ბოროტ ძალასთან ბრძოლით. დიახ, ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი იყო, ჩამოვეშორებინე ჩემს საყვარელ საქმეს – ტელევიზიას… გამოუვიდათ კიდეც. მაგრამ, ვერავინ ამიკრძალავს შევქმნა მედია საშუალებები და ხალხს გავაგებინო სიმართლე, რომელიც ხან პარტიებს არ მოსწონთ და ხანაც ბიზნესებს…

2014 წლიდან, აღარ ვარ საჯარო სამსახურში. მე არ ვყოფილვარ და არ ვარ „ქართული ოცნების“ თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ.

რაც შეეხება ფეისბუქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც მიაწოდეს „კვლევის“ მასალები „ფეისბუქს“, თავად „კვლევის“ სამიზნედ პირადად მე და „ეS პერსონა“ ჰქონდათ ამოღებული, რომ რამენაირად მოეყენებინათ ჩვენთვის ზიანი. რასაც ამ ეტაპზე მიაღწიეს კიდეც, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ფეისბუქთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამათ ტყუილებს მალე მოეღება ბოლო.

მინდა, აღვნიშნო, რომ ახლო მომავალში, ჩემს ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთად, უფრო საინტერესო მედია პროდუქტებს შევთავაზებთ ჩვენს საზოგადოებას. ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ „ფეისბუქთან“, გუგლთან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს ფეიკ ნიუსებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა“, - აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კოკა ყანდიაშვილის პარტიასთან კავშირი უარყო. თამარ ჩუგოშვილი და დიმიტრი ცკიტიშვილი კი ყოფილი თანაგუნდელის განცხადებამ გააკვირვა. მათი თქმით, ისინი ყანდიაშვილს პარტიაში ხშირად ხედავდნენ.

ცნობისთვის: "ფესიბუქმა" გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანიამ დაბლოკა PR-კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტო "ეSპერსონა" და მასთან დაკავშირებული ანგარიშები. ამასთან, კომპანიის ცნობით, გაუქმებულია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ანგარიშებიც. ორივე შემთხვევაში "ფეისბუქი" მიზეზად "არაავთენტურ ქცევას" ასახელებს.

კომპანიის განცხადებით, წაშლილია "ეSპერსონასთან" დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში. "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებით კი – 23 ფეისბუქანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და 9 Instagram-ანგარიში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S