Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დღის განმავლობაში გასამმაგდა

ცხინვალის რეგიონში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დღის განმავლობაში გასამმაგდა

06/05/2020 17:26:09 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დილიდან გასამმაგდა: ინფიცირებულებს შორის აღმოჩნდა 6 წლის ახალგორელი ბავშვი და მისი დედა, ასევე რუსეთიდან დაბრუნებული 14 წლის კურსანტი, - იუწყება ოსური სააგენტო “Рес”».

«დედა-შვილი ვლადიკავკაზში სხვა დაავადებებისგან მკურნალობდა, იქ ჩაუტარდათ ტესტირება და გაწერეს. 5 მაისს სამხრეთ ოსეთში დაბრუნდნენ და იმ მომენტისთვის არანაირი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. დღეს ჩრდილოეთ ოსეთიდან კოლეგები დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ დედა-შვილის ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა. ამ დროისთვის ინფიცირებულები რესპუბლიკურ კლინიკაში გადმოგვყავს ლენინგორის [ახალგორის – რედ.] საავადმყოფოდან, სადაც ისინი ჩამოსვლისთანავე კარანტინში მოვათავსეთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მთლიანობაში სტაბილურია, არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ. რაც შეეხება კურსანტს, მას დაბრუნებიდან პირველ დღეს სიცხე ჰქონდა, თუმცა დღეს მისი მდგომარეობაც დასტაბილურდა», - განუცხადა სააგენტოს “იუგოოსპოტრებნადზორის” დე ფაქტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანა გაგლოევამ.

გარდა ამისა, მისი თქმით, ცხინვალის საავადმყოფოში კარანტინში მოათავსებენ ორ მედდასა და მძღოლს, რომლებსაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ.

ცნობისთვის: ოკუპირებულ ცხინვალში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დაადასტურეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S