Accentnews.ge
“არაერთი ადგილობრივი შეშინებულია, რადგან არ ენდობა ჩვენს საავადმყოფოს და სრულიად სამართლიანადაც”

“არაერთი ადგილობრივი შეშინებულია, რადგან არ ენდობა ჩვენს საავადმყოფოს და სრულიად სამართლიანადაც”

07/05/2020 06:10:44 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით პირველი ინფიცირებულების გამოვლენის შემდეგ არსებულ ვითარებას ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში აღწერს. “არაერთი ადგილობრივი შეშინებულია, რადგან არ ენდობა ჩვენს საავადმყოფოს და სრულიად სამართლიანადაც”, – წერს თამარი.

“პირველი ინფიცირებულები გამოვლინდა სამხრეთ ოსეთში. მათგან ორი - ჩვენს რაიონში. ორივე საკარანტინო ზონაში იყო. ისინი ცხინვალში საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათთან კონტაქტში მყოფი რამდენიმე ადამიანი კი - ცხინვალის საკარანტინო ზონაში. ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარი ექიმია. მთავარი ექიმი რომ მათთან კონტაქტში შევიდა - ადასტურებს კარანტის პირობების არასრულყოფილ დაცვას. დღეს მთელი დღე საავადმყოფოდან უშედეგოდ უკავშირდებოდნენ რაიონის ადმინისტრაციის უფროსს - ვერ მოძებნეს. ესეც ჩვენი მდგომარეობის აღწერა…. არაერთი ადგილობრივი შეშინებულია, რადგან არ ენდობა ჩვენს საავადმყოფოს და სრულიად სამართლიანადაც: მედიცინისგან აქ მხოლოდ შენობა დარჩა, რამდენიმე პროფესიონალის იმედზე – პერსონალის 80 % სახელისუფლებო მფარველების რეკომენდაციითა დანიშნული და კუნთში ნემსის გაკეთების და წნევის გაზომვის იქით არ ღირს, რამე ანდო.

ზოგადად კი გადაჭარბებულია შეფასება ხელისუფლების ეფექტურ ზომებზე. რომელ ზომებზეა საუბარი? კარანტინი კარანტინს არ ჰგავდა და უმეტესობა დაწესებულებებისა ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, უბრალოდ გვიან დაფიქსირდა. გულწრფელად ვგულშემატკივრობ იმ მედპერსონალს, ვისაც ავადმყოფებთან მოუწევთ მუშაობა”, – განმარტავს მეარაყიშვილი.

იხილეთ ასევე: ცხინვალის რეგიონში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დღის განმავლობაში გასამმაგდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S