Accentnews.ge
"რუსეთი თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას განაგრძობს"

"რუსეთი თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას განაგრძობს"

07/05/2020 05:05:25 საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი რუსეთს თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"რუსეთი განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. რუსეთის სიცრუეა, რომ ლაბორატორია ქმნიდა დაავადებას, ნაცვლად მასთან ბრძოლისა. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელმაც საჯაროდ გაუწია წინააღმდეგობა ჩინეთისა და რუსეთის მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას", - აცხადებს ჯორჯ კენტი.

ცნობისთვის: თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თემას კრემლი ანტიქართული პროპაგანდისთვის პერიოდულად იყენებს. და ეს - მიუხედავად არაერთი საერთაშორისო დასკვნისა და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ექსპედიციისა, რომლებმაც მასში საშიში და საზიანო ვერაფერი გამოავლინეს. პირიქით.

ასე, მაგალითად, ექსპერტთა 23-კაციანმა საერთაშორისო ჯგუფმა ერთხმად განაცხადა, რომ ეს ლაბორატორია "აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მოქმედებს საერთაშორიო სტანდარტების პრინციპით და, რაც მთავარია, მასში გარდა ლაბორატორიულისა (რომელიც საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის), სხვა სამუშაოები არ წარმოებს“.

რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების ბოლოდროინდელი განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა მანაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში "ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S