Accentnews.ge
ახალგორელი ქალის განმეორებითმა COVID-ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა

ახალგორელი ქალის განმეორებითმა COVID-ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა

07/05/2020 09:25:33 კონფლიქტები

ახალგორელი ქალის განმეორებითმა COVID-ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, - იუწყება ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

მისივე ინფორმაციით, მოგვიანებით ლაბორატორიიდან ელიან ახალგორელი ქალის 6 წლის შვილის განმეორებითი ტესტის შედეგებსაც.

ცნობისთვის: დედა-შვილი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან, კერძოდ, ვლადიკავკაზიდან დაბრუნდა, სადაც სხვა დაავადებებისგან მკურნალობდა, კოვიდ-ინფიცირებულად 6 მაისს გამოცხადდა – მას შემდეგ, რაც ვლადიკავკაზიდან მათი პირველადი ტესტირების დადებითი პასუხების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. არსებული ინფორმაციით, ვლადიკავკაზში ტესტირების გავლისას, ისევე, როგორც ცხინვალის რეგიონში დაბრუნებისას დედა-შვილს ვირუსის არანაირი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებოდა, ტესტირების პირველადი პასუხები კი ცხინვალელ ექიმებს ვლადიკავკაზელმა კოლეგებმა ტელეფონით იმ დროს შეატყობინეს, როცა დედა-შვილი უკვე დაბრუნებული იყო სამშობლოში და კარანტინში იყო მოთავსებული.

მათ გარდა, ინფიცირებულად გამოცხადდა რუსეთიდან დაბრუნებული 14 წლის კურსანტიც, რომელსაც მეორე დღესვე სიცხემ აუწია.

იხილეთ ასევე: მწიფდება თუ არა კორონა-კატასტროფა ცხინვალის რეგიონში?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S