Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

07/05/2020 11:22:54 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ სააგენტო «Рес»-ს “იუგო-ოსეტპოტრებნადზორის” კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარის მოადგილემ ანა გაგლოევამ აცნობა.

მისივე თქმით, ამ დრომდე ჩატარებული ტესტებიდან დადებითი შედეგი კიდევ 8-მ აჩვენა, ამგვარად, ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა უკვე 11-ს შეადგენს.

“ერთ-ერთი მათგანი ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოსული მამაკაცია, რომელიც იქ სამკურნალოდ იყო წასული, ასევე რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომლებიც კვირის განმავლობაში ბრუნდებოდნენ. რესპუბლიკაში ჩამოყვანილია დაახლოებით 160 სტუდენტი რუსეთის უმაღლოესი სასწავლებლებიდან, ყველა მათგანი ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულელებში კარანტინში იმყოფება. გარდა ამისა, 9 მძღოლია მოთავსებული კარანტინში სასტუმრო “ალანში” – აღნიშნა გაგლოევამ და დასძინა, რომ ყველა მთგანის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ცნობისთვის: პირველი სამი შემთხვევა ოკუპირებულო რეგიონში გუშინ – 6 მაისს დადასტურდა.

იხილეთ ასევე: მწიფდება თუ არა კორონა-კატასტროფა ცხინვალის რეგიონში?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S