
მოსკოვი თბილისსა და კიევს “სრულმასშტაბიან საპარლამენტო დიალოგს” სთავაზობს
07/05/2020 12:00:04 საგარეო პოლიტიკა
რუსეთი მზადაა, უკრაინასა და საქართველოსთან “სრულმასშტაბიანი საპარლამენტო დიალოგი აღადგინჯოს”, - ამის შესაებ ქვეყნის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა მედიასახლ “Russia Today”-ს მიერ ორგანიზებული “გამარჯვების ვიდეოხიდის” მსვლელობისას განაცხადა, რომელშიც უკრაინელი დეპუტატი ოლეგ ვოლოშინი და “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდნენ.
“მსურს, ჩემი კოლეგების სახელით დაგიდასტუროთ ყოველმხრივი მზაობა სრულმასშტაბიანი საპარლამენტო დიალოგის აღდგენისთვის როგორც ჩვენს თანამოაზრეებთან, ისე ოპონენტებთანაც. ჩემს კოლეგებს არ ეშინიათ “ბასრი” თემების, მათ სათქმელი აქვთ და მზად არიან, თანამოსაუბრეთა აზრიც მოისმინონ” – აღნიშნა კოსაჩოვმა.
მისივე აზრით, “სწორედ პარლამენტარებმა უნდა მოახდინონ მსგავსი დიალოგის ინიცირება, თუ სხვა დონეებზე ურთიერთობების აღდგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხვდება”.
"ამ მხრივ თქვენს განკარგულბაში ვართ", - განუცხადა უკრაინელ და ქართველ კოლეგას კოსაჩოვმა.