
ვლადიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში თანამდებობაზე დანიშნვას ულოცავს
07/05/2020 18:17:45 საგარეო პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში თანამდებობაზე დანიშნვას ულოცავს.
"გულითადად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ იგი ეროვნულ საბჭოს იმპულსს შესძენს და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაში", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: საქართველოს ექს–პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.