Accentnews.ge
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეცრეისები ლონდონიდან, რომიდან, ამსტერდამიდან, ლარნაკადან და ათენიდან შესრულდება

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეცრეისები ლონდონიდან, რომიდან, ამსტერდამიდან, ლარნაკადან და ათენიდან შესრულდება

08/05/2020 08:56:57 საგარეო პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად განისაზღვრა ახალი მიმართულებები, რომელთა საშუალებითაც მოხდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება.

„ხვალ გვექნება ბერლინიდან რეისი და შემდგომ უკვე საგანგებო სიტუაციის პირობებში კიდევ დამატებით ახალი რეისები განისაზღვრა. კერძოდ, 12 მაისს განხორციელდება რეისი თბილისი-ლონდონის მიმართულებით, 15 მაისს თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით, რომლითაც ისარგებლებენ სპეციალურად მხოლოდ ამერიკის კონტინენტიდან წამოსული ჩვენი მოქალაქეები. ასევე 18 მაისს იქნება თბილისი - ლარნაკას რეისი, 20 მაისს შესრულდება თბილისი - ათენის რეისი და 22 მაისს გვექნება რეისი რომიდან,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა რა ფორმით მოხდება მათი დაბრუნების პროცესი, ეს დამოკიდებული იქნება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზე. როგორც მინისტრმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ რეგულარული ფრენები აღდგება, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი, შესაძლოა, სწორედ რეგულარული ფრენებით მოხდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S