
"Covid-19-ით უცხოეთში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე დაიღუპა, ინფიცირებულია 45"
08/05/2020 09:01:22 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, Covid-19-ით უცხოეთში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე დაიღუპა, ინფიცირებულია 45.
"კორონავირუსით ამ ეტაპზე საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული. უმრავლეს შემთხვევაში, სახეზე გვაქვს დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები. ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 13 მოქალაქე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოვხატო თითოეული მათი ოჯახის მიმართ. არსებული შეზღუდვების ფონზე, მოგეხსენებათ, რომ ძალიან გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები. ის მიმდინარეობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, ამიტომ შეფერხდა გარდაცვლილების ტრანსპორტირების პროცესი. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ადგილზე უზრუნველყოფდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრების დახმარებას", – განაცხადა მინიტრმა.