
ზელენსკი: "ჩემი აზრით, ქართულმა მხარემ შეცდომა დაუშვა"
08/05/2020 10:56:20 საგარეო პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებას უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახების თაობაზე “შეცდომა” უწოდა.
«ჩვენ საქართველოსთან, ქართველ ხალხთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ხელმძღვანელობაზე ხანგრძლივია, ამიტომაც ვფიქრობ, ეს [ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახების გადაწყვეტილება] ქართული მხარის შეცდომა იყო. იმედი მაქვს, კონსულტაციების შემდეგ ყველა მხარე მიხვდება, რომ ნებისმიერი კონკრეტული სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა მხოლოდ ამ სახელმწიფოს და მასში მცხოვრებ მოქალაქეებს ეხებათ. რომ არავინ გავანაწყენოთ, ვფიქრობ, ეს ჩვენი პოლიტიკაა. ბატონო სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, მას უკრაინული პასპორტი აქვს, მე კი უკრაინის პრეზიდენტი ვარ, რომელმაც ის თანამდებობაზე დავნიშნე. სააკაშვილის დანიშნვა - ეს უკრაინის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, ეს უკრაინის შიდა საკითხს წარმოადგენს და მორჩა", - განაცხადა, მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ, თუმცა იქვე დასძინა, რომ კიევი თბილისის საპასუხოდ ანალოგიური დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს.
"ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში ჩვენს ელჩს არანაირ კონსულტაციებზე არ გამოვიწვევთ" - აღნიშნა მან.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
იხილეთ ასევე: ოფიციალური თბილისი უკრაინაში საქართველოს ელჩს კონსულტაციებზე გამოიძახებს