Accentnews.ge
კიევი: “თუ თბილისი მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს, უკრაინა ამას გადაიტანს, მერე კი დავიწყებთ დაკარგულის აღდგენას”

კიევი: “თუ თბილისი მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს, უკრაინა ამას გადაიტანს, მერე კი დავიწყებთ დაკარგულის აღდგენას”

08/05/2020 11:59:11 საგარეო პოლიტიკა

“ჩვენ გვესმის საქართველოს შიდაპოლიტიკური კონტექსტი და მასში არ ვერევით – იგივეს ველით თბილისისგან” – ასე გამოეხმაურა მედიასთან საუბრისას უკრაინის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი დიმიტრი კულება ოფიციალური თბილისის 8 მაისის გადაწყვეტილებას უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშნვის გამო კიევიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე გამოძახების შესახებ.

მისივე თქმით, “მთელი თავისი ქარიზმატულობის მიუხედავად, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიუთითებს კიევს, სად დანიშნოს ან არ დანიშნოს იგი".

ორი ქვეყნის ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრისას კულებამ აღნიშნა, რომ ამ თემაზე სატელეფონო საუბარი ჰქონდა ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან და ეს “ძალზე მოზომილი, მშვიდი საუბარი იყო”, მაგრამ “თუ ქართველი პარტნიორების მხრიდან სამომავლოდ რაიმე მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება, უკრაინა ამას გადაიტანს, მერე კი დაიწყება დაკარგულის აღდგენა”.

“უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები იმდენად განსაკუთრებულია, რომ არ უნდა იქცეს ერთი ადამიანის ბედის მძევლად” – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართ​ველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში კონსულტაციებისთვის იბარებს.

იხილეთ ასევე: ოფიციალური თბილისი უკრაინაში საქართველოს ელჩს კონსულტაციებზე გამოიძახებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S