სააკაშვილი: “ნეტავ სახლში რით წავა ეს “გაწვეული” ელჩი?”
08/05/2020 12:36:53 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, ეხმიანება ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებას ამ დანიშნვის გამო უკრაინიდან კონსულტაციებისთვის ელჩის გაწვევის თაობაზე და ინტერესდება, “როგორ – რით წავა საქართველოში ეს “გაწვეული” ელჩი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ავიამომისვლის პირობებში?”.
«ახლა - სერიოზულად: 1. პრეზიდენტი ზელენსკი მომხრეა, უკრაინამ განავითაროს ურთიერთობები საქართველოსთან ნებისმიერი იქაური ხელისუფლების პირობებში და მე ამას სრულად ვუჭერ მხარს. ეს ბრძნული სახელმწიფო პოზიციაა. 2. ქართველი ხალხი არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, იოტისოდენადაც კი გააფუჭოს ურთერთობა უკრაინასთან ან თუნდაც მინიშნება გააკეთოს ამაზე. ისე კი, ვფიქრობ, ორ ქვეყანას შორის ყველაფერი კარგად იქნება და ახლო, მეგობრულ ურთიერთობებს სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს», - წერს სააკაშვილი Facebook-ში პირად გვერდზე.
იხილეთ ასევე: ოფიციალური თბილისი უკრაინაში საქართველოს ელჩს კონსულტაციებზე გამოიძახებს


