Accentnews.ge
კიევის სასამართლომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელის გადარქმევა შეაჩერა

კიევის სასამართლომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელის გადარქმევა შეაჩერა

22/04/2019 17:09:37 სხვა, მსოფლიო

კიევის სასამართლომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელის გადარქმევა შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება დედაქალაქის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის მიტროპოლიის სარჩელის განხილვის ფარგლებში იქნა მიღებული.

სარჩელით კიევის მიტროპოლია უკრაინის კულტურის სამინისტროს დადგენილებას აპროტესტებს, რომელიც მას 26 აპრილამდე სახელის შეცვლას ავალდებულებს.

ცნობისთვის: 2018 წლის ბოლოს უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ავალდებულებს ქვეყნის მიმართ აგრესორი სახელმწიფოს - რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი მმართველი ცენტრების მქონე რელიგიურ ორგანოზაციებს, 26 აპრილამდე სახელწოდება შეიცვალონ იმგვარად, რომ მათში გაწერილი იყოს აგრესორი ქვეყნის კუთვნილება. შემდგომში უკრაინის კულტურის სამინისტრომ შეადგინა შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციების სია, რომელშიც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიაც მოხვდა.


კიევის მიტროპოლიამ სასამართლოს 2019 წლის მარტში მიმართა. თავად სარჩელი სასამართლოს ჯერ არ განუხილავს, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება შესაძლებლად მიიჩნია.

როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, სამინისტროს სადავო დადგენილების აღსრულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევა რელიგიურ საკითხებში და მნიშვნელოვად დაძაბოს ან საერთოდ შეუძლებელი გახადოს მოსარჩელის უფლებების აღდგენა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S