Accentnews.ge
ბერაია კუბილიუსის კრიტიკულ წერილს მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევის მოწოდებად აღიქვამს

ბერაია კუბილიუსის კრიტიკულ წერილს მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევის მოწოდებად აღიქვამს

08/05/2020 13:11:47 პოლიტიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილი მმართველი გუნდის მიერ აღიქმება როგორც პირდაპირი მოწოდება, „ხელისუფლების მხრიდან მოხდეს მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევა“.

„ანდრიუს კუბილიუსის მიერ მის წერილში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე საუბარი ჩვენს მიერ აღქმულია როგორც პირდაპირი მოწოდება, რომ ხელისუფლების და მმართველი პარტიის მხრიდან მოხდეს ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩვენთვის არის გაუგებარი, მიუღებელი და ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპებს“, - განაცხადა ბერაიამ.

ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ევროპარლამენტის წევრის, ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილს, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიკუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სწრაფად შესრულებისკენ მოუწოდებს. იგი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ "ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას საქმეებს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ მიხედა სათანადოდ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას".

„თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით 8 მარტს მიღებული ხელშეკრულების განხორციელებას. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ საგანგებო გამოწვევების მიუხედავად, რომელიც მიმდინარე პანდემიამ წარმოშვა, შეთანხმების სასწრაფოდ აღსრულება, უმნიშვნელოვანესია. ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ აშკარა დასტური, რომ პროგრესი განხორციელებულია და უზრუნველყოფილია 2020 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება“,- წერს კუბილიუსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S