Accentnews.ge
კუბილიუსი – „ქართულ ოცნებას“: „საქმე გვაქვს მორალურ პასუხისმგებლობასთან“

კუბილიუსი – „ქართულ ოცნებას“: „საქმე გვაქვს მორალურ პასუხისმგებლობასთან“

08/05/2020 15:25:55 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილს „ტვ პირველის“ ეთერში ეხმიანება და მას მორალურ პასუხისმგებლობას შეახსენებს.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, საქმე გვაქვს მორალურ პასუხისმგებლობასთან. ხელისუფლებამ უნდა გვაჩვენოს, რა არის შესრულებული [8 მარტის პოლიტიკური შეთანხმებიდან, რომელიც დიპლომატების ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შედგა ]. შეთანხმების დარღვევა მარტივია, გაცილებით რთულია მისი შესრულება. ვიმედოვნებ, საქართველო კარგ მაგალითს გვიჩვენებს, როგორ უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები ღრმა პოლარიზების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე. ყველაფერი მმართველი პარტიის პასუხსიმგებლობაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, შეგვაშფოთა იმან, რომ შეთანხმება არ სრულდება. ჩვენ ამისკენ ვუბიძგებდით ხელისუფლებას რვა მარტამდეც. მაშინ მმართველმა პარტიამ აიღო პასუხსიმგებლობა, წასულიყო კომპრომისებზე. ამ თანხმობას უნდა ეჩვენებინა, როგორ ავირიდოთ სამართლებრივი საქმეების პოლიტიზება; როგორ არ უნდა გამოვიყენოთ პოლიტიკური ოსტატობა, ვდევნოთ ოპოზიცია. ეს შეთანხმება არ სრულდება ისე ეფექტურად, როგორც ამას ჩვენ ველოდით. სამწუხაროდ, ისევაა ახალი საქმეები და ძველები, რომლებიც გამოგზავნილ წერილშიც ვახსენე“,–განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კითხვაზე, ვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა ევროპარლამენტარი, კუბილიუსი პასუხობს: „ჩვენ ინფორმაციას სხვადასხვა გზით ვიღებთ. გარდა ქართული მედიის დაკვირვებისა, რეგულარული კონტაქტი გვაქვს საქართველოში საელჩოებთან. შეთანხმება ორპუნქტიანი იყო და ეს ეხებოდა როგორც საარჩევნო ცვლილებებს, ისე მართლმსაჯულების პოლიტიკური ინტერესებისგან დაცლას. იმედია, მალე მივიღებთ ახსნას, როგორ გეგმავს ხელისუფლება შეთანხმების შესრულებას.

ცნობისთვის: ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სწრაფად შესრულებისკენ მოუწოდა:

„თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით 8 მარტს მიღებული ხელშეკრულების განხორციელებას. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ საგანგებო გამოწვევების მიუხედავად, რომელიც მიმდინარე პანდემიამ წარმოშვა, შეთანხმების სასწრაფოდ აღსრულება, უმნიშვნელოვანესია. ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ აშკარა დასტური, რომ პროგრესი განხორციელებულია და უზრუნველყოფილია 2020 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება“.

ევროპარლამენტარს საპასუხო წერილით მიმართა თალაკვაძემ, რომელშიც ის საკუთარ შეშფოთებას აფიქსირებს კუბილიუსის წერილის იმ ნაწილით, სადაც პოლიტიკური ლიდერების დევნაზეა საუბარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S