Accentnews.ge
"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!"

"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!"

09/05/2020 06:17:01 საშინაო პოლიტიკა

"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას შეასრულებს.

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი! საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო თავისი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, ყველაფერს შეასრულებს”, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, "ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას საქმეებს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ მიხედა სათანადოდ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S