
თალაკვაძე ელჩებს 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შინაარსის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს
11/05/2020 07:19:43 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ელჩებს მიმართავს, 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი გაასაჯაროონ. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„დაადასტურონ [ელჩებმა], რომ არ აგვვიღია პრეზიდენტის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას განთავისუფლების ვალდებულება. ასევე ვთხოვთ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი ამ შეთანხმების შესრულების პროცესში“,– განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის: 8 მარტს ელჩების თანდასწრებით საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს. ოპოზიციის ცნობით, შეთანხმება 2–ნაწილიანია. ერთი ეხება საარჩევნო ცვლილებებს, როლო მეორე „პოლიტიკური პატიმრების“ გათავისუფლებას და თუ ორივე ნაწილი არ შესრულდა, ისინი საარჩევნო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. ხელისუფლება კი მსგავსი შეთანხმების არსებობას უარყოფს.
8 მაისს ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, საქმე გვაქვს მორალურ პასუხისმგებლობასთან. ხელისუფლებამ უნდა გვაჩვენოს, რა არის შესრულებული [8 მარტის პოლიტიკური შეთანხმებიდან], რომელიც დიპლომატების ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შედგა ]. შეთანხმების დარღვევა მარტივია, გაცილებით რთულია მისი შესრულება. ვიმედოვნებ, საქართველო კარგ მაგალითს გვიჩვენებს, როგორ უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები ღრმა პოლარიზების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე. ყველაფერი მმართველი პარტიის პასუხსიმგებლობაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, შეგვაშფოთა იმან, რომ შეთანხმება არ სრულდება. ჩვენ ამისკენ ვუბიძგებდით ხელისუფლებას რვა მარტამდეც. მაშინ მმართველმა პარტიამ აიღო პასუხსიმგებლობა, წასულიყო კომპრომისებზე. ამ თანხმობას უნდა ეჩვენებინა, როგორ ავირიდოთ სამართლებრივი საქმეების პოლიტიზება; როგორ არ უნდა გამოვიყენოთ პოლიტიკური ოსტატობა, ვდევნოთ ოპოზიცია. ეს შეთანხმება არ სრულდება ისე ეფექტურად, როგორც ამას ჩვენ ველოდით. სამწუხაროდ, ისევაა ახალი საქმეები და ძველები, რომლებიც გამოგზავნილ წერილშიც ვახსენე“,–განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021