Accentnews.ge
კობახიძის თქმით, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვალოს

კობახიძის თქმით, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვალოს

11/05/2020 08:02:23 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ აღასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტიას აქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების თარიღს ახალი ტიპის კორონავირუსის გამო საფრთხე არ შეექმნება.

„ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს, ამ თარიღს საფრთხე არ შეექმნება. მიუხედავად ამისა, წინასწარ ჩვენ ვიღებთ ზომებს იმისთვის, რომ განსაკუთრებით მოვემზადოთ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. კერძოდ, შესაბამისად იქნება მომზადებული თოთოეული საარჩევნო უბანი, იქნება პრევენციული ზომები ყველა შემთხვევაში მიღებული. გვექნება კონსულტაციები ყველა იმ სუბიექტთან, რომელიც არის ჩართული არჩევნების მონიტორინგში, დაკვირვებაში და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით წინასწარ იქნება პრევენციული ზომები მიღებული და ოპტიმიზმის საფუძველი არის ძალიან მაღალი, რომ არავითარი საფრთხე არ შეექმნება“, - განაცხადა კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S