Accentnews.ge
კობახიძე – "Daily Mail"-ის სტატიაზე: „ტრამპის ოჯახმა ამ გამოცემას 3-მილიონიანი დავა მოუგო“

კობახიძე – "Daily Mail"-ის სტატიაზე: „ტრამპის ოჯახმა ამ გამოცემას 3-მილიონიანი დავა მოუგო“

11/05/2020 08:10:06 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საქართველოში კრემლთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფის შესახებ daily mail–ის ინფორმაციას ფეიკ-ნიუსს უწოდებს.

„აქ [სტატიაში] არის უამრავი უზუსტობა და ფეიკ-ინფორმაცია. რაც შეეხება თავად გამოცემას, ფაქტს გეტყვით, რომ დონალდ ტრამპის ოჯახმა ამ გამოცემას სასამართლოში 3-მილიონიანი დავა მოუგო, რაც ბევრ რამეზე ემტყველებს. შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ინტერესი. ჩვენ ვნახეთ როგორ მზადდება საერთაშორისო გაშუქება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ხმრიდან. ვიცით რა კონტრაქტებს აფორმებენ ისინი. რა ინტერესები შეიძლება იყოს ამ საქმეში ამასაც დავაზუსტებთ და მოგახსენებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: Daily Mail-ის ცნობით, საქართველოში ბაზირებულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული კიბერჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანეთიდან სამედიცინო კვლევების ჩანაწერები მოიპარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S