"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ ნახევარში აანონსებს
11/05/2020 08:17:51 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნოს ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები უკვე მზად არის და ცვლილებათა პაკეტს ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ ნახევარში მიიღებენ.
„საბოლოო პროექტი თითქმის მზადაა. უახლოეს დღეებში დაზუსტდება უკვე პროექტის შინაარსი და როგორც კი დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, იქიდან 2 დღეში შეგვიძლია დაჩქარებული წესით მივიღოთ უკვე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი. დრო არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ივნისის ბოლოს, ან ივლისის პირველ ნახევარში საბოლოოდ დავასრულოთ პაკეტის მიღება,“- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსის გამო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატით გაიმართება.


