Accentnews.ge
„ჩიხი თავად „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებამ შექმნა და გამოსვლა გაუჭირდება“

„ჩიხი თავად „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებამ შექმნა და გამოსვლა გაუჭირდება“

11/05/2020 11:25:07 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში ფიქრობს, რომ 8 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით „ქართულმა ოცნებამ“ ჩიხი შექმნა და ამ ჩიხიდან გამოსვლა გაუჭირდება.

„შეთანხმების ორი ნაწილი ყველასთვის ცნობილია. პირველი ეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, პოლიტიკური ჩრდილით მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმეებს, მიუხედავად იმისა, რომ სახელები და გვარები ხელმოწერილ დოკუმენტში არ იყო მითითებული, ბუნებრივია, ყველასთვის ნათელი იყო, ვისზე იყო საუბარი და რა შესაძლო მექანიზმებზე. უშუალოდ შეთანხმება რა იყო „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, დეტალები ჩვენთვის უცნობია.

დღევანდელი გადასახედიდან, აღნიშნულ თემაზე მსგავსი ქაოსის შექმნა ძალიან გასაკვირია. ხელისუფლება რეალურად ჩიხშია. ეს ჩიხი თავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა, როდესაც აღნიშნულ დოკუმენტს აწერდა ხელს და ვფიქრობ, მას ამ ჩიხიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდება“,– განაცხადა ჯაშმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი მათ შორის ეხებოდა ძველი საქმეების წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურებას, საუბარია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, 20 ივნისის აქციის მონაწილეების დაპატიმრების, ასევე პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების საკითხს და ამ საქმეების განხხილვის ქრონოლოგიას.

ცნობისთვის“ მმართველი გუნდი შეთანხმებაში მსგავსი პუნქტების არსებობას უარყოფს და დღეს ელჩებს შეთანხმების დეტალების განსაჯაროებისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S