გახარია – 8 მარტის შეთანხმებაზე: „დააკვირდნენ რას ამბობენ და როგორ“
11/05/2020 11:40:36 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარიას შეფასებით, საარჩევნო სისტემაზე შეთახმება პოლიტიკური სპექტრის, პოლიტიკური გუნდის უდიდესი მიღწევაა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მისთვის მიუღებელია.
„საკონსტიტუციო ცვლილებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვერც წარმომიდგენია. ვთვლი, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების საკითხს, მე ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ პატივს ინტიტუტებს ვცემ. ვთვლი, რომ ინტიტუტების შეურაცხყოფაა მსგავსი მოთხოვნების დაყენება. ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს. კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ დამოუკიდებელმა ინტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს და ამის შემდეგ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამიანების განოშვება შეიძლება, პოლიტიკურ პრცესზე ზემოქმედების საგანი გახდეს. ან ვიღაც ამბობს, რომ სამართლებრივი საკითხები, რომლებზეც დამოუკიდებელმა ინტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოო – ეს ჩემთვის წარმოუდგენელი, შეუძლებელია. ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო თავის თავზე მსგავსი პასუხსსიმგებლობის აღება, რომ საერთოდ მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო...ვინც მსგავს განცხადებებს აკეებს, მოვუწოდებ, უბრალოდ დააკვირდნენ რას ამბობენ და როგორ“,– განაცხადა გახარიამ


