Accentnews.ge
გახარია – თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე: „ყველაფერი შესაძლებელია“

გახარია – თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე: „ყველაფერი შესაძლებელია“

11/05/2020 11:52:18 პოლიტიკა

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი,– ასე უპასუხა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, იქნება თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს გახარია პრემიერ–მინისტრი, თუ საარჩევნო პროცესს „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით ჩაატარეს.

„ყველაფერი შეიძლება. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ახალი სახე ვეღარ ვიქნები, ერთხელ უკვე ვიყავი და დანარჩენი სხვა ყველაფერი შესაძლებელია“,– განაცხადა გახარიამ.

დამაზუსტებელ კითხვაზე კი პრემიერმა უპასუხა: „რა მნიშვნელობა აქვს, მე ჩემ გუნდთან ერთად ვარ. ერთხელ უკვე ვთქვი. მაშინ გაზაფხულს ველოდებიდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომაზე დავითვალოთ წიწილები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S