„ქართული ოცნება“ საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა“
11/05/2020 12:17:13 პოლიტიკა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ „საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა“. ამის შესახებ მარგველაშვილმა რვა მარტის პოლიტკურ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.
„რთულია, ადამიანმა გააკეთოს შეფასება, როდესაც შეხვედრას არ ესწრებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში რთული არა: ხელისუფლება ისეთი პერმანენტულობით იტყუება და ისე გახდა ეს სტილი და ფორმა ამ პოლიტიკური ძალის იდეოლოგიური საფუძველი, იმდენჯერ მოვისმინეთ ამ საკითხე პირდაპირი, არაპირდაპირი, დიპლომატიური განცხადებები სხვადასხვა მონაწილეების მხრიდან, რომ ვხედავთ კიდევ ერთ მარტივ თაღლითურ მცდელობას, გაექცე პასუხისმგებლობას. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა. მგონია, რომ რაღაც ახალს არ ვამბობ. ეს საერთაშორისო თაღლითობა არა მხოლოდ საქართველოშია დანახული. სამწუხაროდ, ეს ის სტილია, რომელზეც ნათლად მიგვითითეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და უკვე არაერთხელ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალის იმიჯი ქვეყანაზე არ გადავიდეს და ქართველებზე არ ჰქონდეთ წარმოდგენა ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, რომ ჩვენ თაღლითების ერი ვართ. ამიტომ, ის ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომელიც მოსახდენია“,– განაცხადა მარგველაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.
ცნობისთვის: ოპოზიცია აცხადებს, რომ გართა საარჩევნო სისტემისა, შეთანხმება ასევე შედგა კონკრეტული პირების პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე და თუ შეთანხმების ორივე ნაწილი არ შესრულდება, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს პარლამენტში მხარს არ დაუჭერს. თავის მხრივ „ქართული ოცნება“ მსგავსი შეთანხმების არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ თუ ცვლილებების პროექტი ჩავარდება, ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.


