Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: „თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა,  ეს იქნება ოპოზიციის პასუხისმგებლობა“

ირაკლი კობახიძე: „თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა,  ეს იქნება ოპოზიციის პასუხისმგებლობა“

11/05/2020 12:09:50 საშინაო პოლიტიკა

„როდესაც ოპოზიცია საუბრობს ცვლილებების ჩაგდებაზე, ბუნებრივია ეს არის მუქარა საზოგადოების მიმართ და ეს მუქარა არ არის სწორი. რაც შეეხება იმას, თუ ვისი პასუხისმგებლობა იქნება, ეს იქნება ოპოზიციის პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, ამით რაიმე რადიკალურად არ შეიცვლება პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესში, მაგრამ ეს იქნება ხაზგასმით ოპოზიციის პასუხისმგებლობა, თუ მათ ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებები“,- ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამაც შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულებაშია ჩადებული.

„მათემატიკურად რომ გავყვეთ, ნაცმოძრაობას და მის განშტოებას ჯამში აქვთ 27 ხმა პარლამენტში. 113 ხმა არის საჭირო ამისთვის და მათემატიკურად თუ გავყვებით, შეიძლება არც ჩავარდეს, მაგრამ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მათაც შეასრულონ ის ვალდებულება, რომელიც არის ჩადებული ჩვენს მიერ გაფორმებულ შეთანხმებაში და მათ ხელი აქვთ მოწერილი ძალიან მკაფიოდ შეთანხმებაზე, რომის მიხედვითაც მათ მხარი უნდა დაუჭირონ იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც არის ასახული ამ შეთანხმებაში. აქედან გამომდინარე, ეს არის მათი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: 11 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მონაწილე ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს და "დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა".

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S