Accentnews.ge
უკრაინაში საქართველოს ელჩი: "ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მრჩევლად არ მუშაობს"

უკრაინაში საქართველოს ელჩი: "ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მრჩევლად არ მუშაობს"

11/05/2020 16:32:16 საგარეო პოლიტიკა

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მრჩევლად არ მუშაობს.

"ზურაბ ადეიშვილი დანიშნული იყო წინა გენერალური პროკურორის მიერ საკადრო-საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელად, ამ კომისიამ იარსება სულ რაღაც სამი კვირა და გაუქმდა. დროებითი კომისია შეიქმნა გასული წლის ნოემბერში და დეკემბერში გაუქმდა, მეტი კავშირი მას გენერალურ პროკურატურასთან არ ჰქონია. ახლა იქ დაიწყო ცვლილებები და რაიმე ახალი მისთვის არ შეუთავაზებიათ. შესთავაზებენ თუ არა რამეს, არავინ იცის“, – განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია რეფორმების დარგში. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.

„ძველი პროკურორების 80% გენერალური პროკურატურის ცენტრალურ ოფისში, სწორედ ზურა ადეიშვილის თავმჯდომარეობით გაცხრილა კომისიამ. ეს არის ამერიკელების დაფინანსებული პროგრამა, ამერიკელების ეგიდის ქვეშ არის. ადეიშვილი იყო წინა გენერალური პროკურორის მრჩეველიც და ახლანდელი გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველიცააა რეფორმების დარგში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S