Accentnews.ge
ევროკავშირის FAC: “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგი ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა კვლავ შეშფოთების საგნად რჩება“

ევროკავშირის FAC: “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგი ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა კვლავ შეშფოთების საგნად რჩება“

12/05/2020 06:44:30 საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ (FAC) „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ დაკავშირებით დასკვნითი დოკუმენტი მიიღო. დასკვნის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა რჩება.

„საბჭო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს შეახსენებს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ რჩება ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა, რაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში შეშფოთებას იწვევს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

FAC „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს მოუწოდებს ისეთი ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებისკენ, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა.

დასკვნაში "აღმოსავლეთ პარტნიორობა" შეფასებულია, როგორც ევროკავშირის სტრატეგიული პოლიტიკა აღმოსავლელ მეზობლებთან მიმართებაში. FAC რეფორმების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს:

„საბჭო მიესალმება პროგრესს, რომელსაც საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიაღწიეს და მოუწოდებს ხსენებულ ქვეყნებს სრულად განახორციელონ ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებები. საბჭო დაჟინებით მოუწოდებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს, გააძლიერონ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საფუძვლების მიმართ ერთგულება და ხაზგასმით აღნიშნავს პარტნიორი ქვეყნების პასუხისმგებლობას რეფორმების განხორციელების საკითხებში“.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ჩატარება, ბრიუსელში 2020 წლის 18 ივნისისთვის იგეგმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S