Accentnews.ge
თორნიკე შარაშენიძე: „გადაგდებას არ შეარჩენენ”

თორნიკე შარაშენიძე: „გადაგდებას არ შეარჩენენ”

12/05/2020 09:08:50 პოლიტიკა

გადაგდებას არ შეარჩენენ,– ასე აფასებს 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების მიმართ მმართველი გუნდის დამოკიდებულებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე.

„გამოიკვეთა, რომ მსოფლიოში არავინ ენდობა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას. ყველა მშვენივრად ხვდება, რომ სასამართლო მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებს. "ოცნებას" იმედი აქვს, რომ ამ კორონავირუსის გადამკიდე ვერავინ მოიცლის სანქციებისთვის და მეორე – იმედი აქვთ, რომ მთელი ამერიკა საპრეზიდენტო არჩევნებზე გადაერთვება. არ მგონია, ასე მარტივად ჰქონდეთ საქმე, გადაგდებას არ შეარჩენენ. ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად შეიმუშავეს [პოლიტიკურმა სპექტრმა] კომპრომისი“,-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

საერთაშორისო ურთიერთობების კიდევ ერთი სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ფიქრობს, რომ დიპლომატიური კორპუსი კონკრეტულ ქმედებებზე გადავა:

„დიპლომატიური კორპუსი ალბათ განცხადებას არ გააკეთებს, გადავა კონკრეტულ ქმედებებზე. რა იქნება კონკრეტული ქმედებები, ამის პრგნოზირება რთულია. შეთანხმების დამრღვევი მხარისთვის კარგი ნამდვილად არ იქნება. პოლიტიკური ძალის მიმართ შეიძლება, დამკვიდრდეს არასანდო პარტნიორის დამოკიდებულება. მხარდაჭერის შესუსტება, რომელიც ყველაზე მარტივია, შეიძლება ვიგრძნოთ დღეს ან შეიძლება რაღაცა პერიოდის მერე. ყველაზე მძიმე არის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც შეიძლება გამოიხატოს ამა თუ იმ შეზღუდვაში, იქნება ეს პიროვნული თუ სხვა მიმართებით“.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, თუმცა, მისი თქმითვე, ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით.

თალაკვაძის განცხადებით, პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით და არავის წინაშე არ დაუდია, ოპოზიცია კი უტიფრად სპეკულირებს და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით იმუქრება“.

განსხვავებით მმართველი გუნდისგან, მსგავსი შეთანხმების არსებობას ადასტურებენ პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ შეხვედრებს. მათ შორის თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, მარიამ ჯაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S