Accentnews.ge
თალაკვაძის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა პრიორიტეტად რჩება

თალაკვაძის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა პრიორიტეტად რჩება

13/05/2020 08:30:57 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოსთვის პრიორიტეტად რჩება. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

„საგანგებო მდგომარეობა ჯერ ამოწურული არ არის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გაგრძელება არ დაგვჭირდეს, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული ეპიდსიტაუციაზე. იქნება ორი პრიორიტეტი: ერთი, ეს არის პანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილი კრიზისული და პოსტკრიზისული ღონისძიებები. ასევე, ზედამხედველობის და შეფასების ნაწილი. მეორე პრიორიტეტი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა, რომლებზეც ვიმუშავეთ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მოითხოვს რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარს აცხადებს საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობაზე. მათი თქმით, შეთანხმება კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, რასაც ხელისუფლება არ ადასტურებს.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოპოზიცია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში კონსულტაციებისთვის დღეს, 13 მაისს შეიკრიბება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S