Accentnews.ge
„ისე არ მოხდეს, რომ პატიმრები დიდხანს დარჩნენ ციხეში, შედეგებზე უნდა ვიფიქროთ“

„ისე არ მოხდეს, რომ პატიმრები დიდხანს დარჩნენ ციხეში, შედეგებზე უნდა ვიფიქროთ“

13/05/2020 10:10:17 პოლიტიკა

ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრება დაიწყეს. როგორც დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ლიდერები ერთიანი განცხადების ტექსტზე შეჯერდებიან.

ამასთან, ბესელია აღნიშნავს, რომ თუ მმართველი გუნდი შეთანხმებული პირობების შესრულების ნაწილში „გაჯიუტდება“, ოპოზიციამ უნდა იფიქროს, რა მოჰყვება შედეგად მათ გადაწყვეტილებას.

„შეხვედრა ბოლო დღეებში შექმნილმა „ქარიშხალმა“ განაპირობა, რომელიც სრულიად მოულოდნელად ატეხა „ქართულმა ოცნებამ“. ყველანი ველოდით, რომ მალე დაიწყება კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა და უცებ დაიწყო რაღაც მიზეზების ძებნა, როგორ არ შეიძლება, მიიღონ დაპირებული ცვლილებები. დღეს ალბათ, ერთიან ტექსტზე შევჯერდებით, სადაც პრინციპული იქნება, რომ ორივე პირობა სესრულდეს, რომელიც ეხება საარჩევნო ცვლილებას და იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც დღეს ოპოზიციას წარმოადგენენ და მათ მიმართ დევაა დაწყებული.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლებამ რვა მარტის შეთანხმება შეასრულოს. პირადად ვფიქრობ, რომ ცვლილებებს ხმა უნდა მივცეთ, რომელიც ჩვენივე მოთხოვნითაა ინიციარებული.

მგონია, რომ ბოლო მომენტამდე უნდა ვიბრძილოთ იმისთვის, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს, მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ მმართველი პარტია გაჯიუტდება და ის საბაბის მოძებნას დაიწყებს, ისე არ მოხდეს, რომ ეს პატიმრები იმაზე დიდხანს დარჩნენ ციხეში, ვიდრე ეს შეიძლება, მოხდეს არჩევნების კარგად დსრულების შედეგად. უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რა მოჰყვება ჩვენს გადაწყვეტილებას“,– განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დაწყებამდე.

8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.

ენმ–სა და "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ თუ შეთანხმბის ორივე ნაწილი არ შესრულდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S