Accentnews.ge
გაბუნია განმარტავს, „ბიოზეკის“ ტესტებთან დაკავშირებით  ხელშეკრულება რატომ შეწყდა

გაბუნია განმარტავს, „ბიოზეკის“ ტესტებთან დაკავშირებით  ხელშეკრულება რატომ შეწყდა

13/05/2020 11:43:06 პოლიტიკა, საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ბიოზეკის“ ტესტებთან დაკავშირებით ხელშეკრულების შეჩერება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მისმა ვერ მოწოდებამ განაპირობა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მათ ტესტების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონიათ.

„ბიოზეკის“ კონკრეტული ტესტი რეგულირების სააგენტომ აპრილის დასაწყისში დაარეგისტრირა. ტესტი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ეძიებდა ანტისხეულების ტესტებს, რადგან გარკვეული დამხმარე მნიშვნელობა კოვიდ 19-ის დიაგნოსტიკაში ამ ტესტებს აქვს. ლაბორატორიის საამუშაო ჯგუფის მიერ და ასევე, კოვიდ 19-ის საკოორდინაციო კომისიის მიერ, კონკრეტულად „ბიოზეკის“ და სხვა ტესტების საკითხი განიხილულ იქნა 22 აპრილს. იმის საფუძველზე, რა დოკუმენტაციაც ახლდა ტესტებს, კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და რეკომენდაცია გასცა ტესტების შესყიდვასთან დაკავშირებით. ჩვენ მანამდე საჩუქრად „ბიოზეკის“ 5 000 ტესტი მივიღეთ, რომლის გამოყენებაც დაწყებული იყო, როგორც ცხელების კლინიკებში, ასევე კოვიდის კლინიკებში და სამედიცინო პერსონალის ტესტირებისთვის. გადამოწმების შედეგად, ტესტმა გარკვეული დადეებითი შედეგები აჩვენა, რაც ძალიან ახლოს იყო მის წინასწარ მონაცემებთან. ამ შემთხვევაში, ჩვენ ტესტებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვქონია, თუმცა მოხდა ისე, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ტესტები ვერ მოგვაწოდეს და ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამდენად, დღეს ჩვენ ბიოზეკის ტესტების ხელშეკრულება ამ მომენტში არ გვაქვს და არც იგეგმება ამ მიმართულებით რაიმე ცვლილების განხორციელება, ანუ ტესტების შესყიდვას სამინისტრო არ განახორციელებს“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, კონკრეტულად როდის რა კითხვის ნიშანი გაჩნდება ტესტების მიმწოდებლებთან მიმართებით, ამის წინასწარ პროგნოზირება სამინისტროს არ შეუძლია.

მისი თქმით, თუ რომელიმე ქვეყანაში ტესტების ხარისხის ან ფალსიფიცირების თაობაზე სიგნალი გაჩნდა, ამით რეგულირების სააგენტო დაინტერესდება და რეაგირებაც სათანადო იქნება.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, ტესტების შეძენისას სამინისტრო რამდენიმე ფაქტორით სარგებლობს:

„რეგისტრაცია არის ფილტრი იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ მწარმოებელი ქვეყანა, ვიცოდეთ ასევე აქამდე ისტორიულად ხარვეზი ხომ არ აღინიშნებოდა ტესტის საქმიანობაში. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მსოფლიო ბანკი და სხვა დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან ქვეყნებს ტესტების შესყიდვაში, გამოსცემენ სანდო მიმწოდებლების ნუსხას და ეს არის ჩვენთის ვერიფიკაციის წყარო, რომ ვიცოდეთ, რომ ტესტი მაღალი ალბათობით იქნება სარწმუნო.

რა თქმა უნდა, ტექნიკურად შეუძლებელია, რომ ყველა შესასყიდი ტესტის ვალიდაცია გავაკეთოთ ჩვენ. არც შესყიდვის პროცედურაში არ არის ამგავრი მოთხოვნა და უბრალოდ, ტექნიკურად ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელი იქნება,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ გარკვეული რისკები ყოველთვის არის, იქიდან გამომდინარე, რომ ანტისხეულების ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიურობა არ არის 100%-იანი.

გაბუნიას ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში 50 000 ერთეული ანტიგენების ტესტია, რომლის იმპროტიც კორეადან მოხდა, ხოლო მწარმოებელი ქვეყანა ავსტრიაა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S