Accentnews.ge
„არ უნდა გავთამამდეთ: თუ ადამიანები რეკომენდაციებს არ დაიცავენ, შესაძლოა, ინფექცია დაბრუნდეს“

„არ უნდა გავთამამდეთ: თუ ადამიანები რეკომენდაციებს არ დაიცავენ, შესაძლოა, ინფექცია დაბრუნდეს“

13/05/2020 11:58:45 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადასტურებული კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობის კლებამ არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ ახალი კორონავირუსი დავამარცხეთ.

როგორც გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, შემოდგომის ბოლოს შესაძლოა, ვირუსის მეორე ტალღა გაჩნდეს და აუცილებელია, ზაფხულის პერიოდში ყველა სექტორი სათანადოდ მოემზადოს:

„ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს და, რა თქმა უნდა, ამ ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაციას დამშვიდების ტენდენცია აქვს, მაგრამ ამან ჩვენ არ უდნა გაგვათამამოს. არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ ქვეყანაში კოვიდ-19 უკვე დავამარცხეთ. თუ ეს ილუზია შეიქმნება და ადამიანები არ დაიცავენ იმ რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა, მაშინ შესაძლებელია, ინფექცია ისევ დაბრუნდეს. ზოგადად, ზაფხულის პერიოდი ალბათ, მშვიდი უნდა იყოს, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. ზაფხულში ჩვენ სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, ყველა ქვეყანა და მათ შორის – საქართველოც, რომ შემოდგომის მიწურულიდან, როდესაც რესპირაციული ინფექციები მწვავდება, არ იყოს ზედდება. პროგნოზირებენ, რომ კოვიდის შემდეგი ტალღის და გრიპის ალბათობა არსებობს. ამიტომ, ყველა სექტორის სრულად მზადყოფნა უნდა იყოს, რომ თუ იქნა მეორე ტალღა, უკვე სერიოზული გამოცდილებაა დაგროვილი ქვეყანაში, რომ ამას ადეკვატურად უპასუხოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე: ფაუჩი: „COVID-19–ის ვაქცინა შესაძლოა, შემოდგომისათვის მზად იყოს“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S