Accentnews.ge
ოპოზიცია საგანაგებო მდგომარეობისა და "კომენდანტის საათის" გაუქმებას ითხოვს

ოპოზიცია საგანაგებო მდგომარეობისა და "კომენდანტის საათის" გაუქმებას ითხოვს

13/05/2020 13:17:35 პოლიტიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა 20 ივნისს შესაძლოა, საპროტესტო აქცია გამართონ. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის და საკითხზე პარტიებს შორის კონსულტაციები გაგრძელდება.

ამასთან, ოპოზიცია საგანაგებო მდგომარეობისა და "კომენდანტის საათის" გაუქმებას ითხოვს.

„მე კოლეგებს გავუზიარე ჩემი პოზიცია და ვიმსჯელებთ იმაზე, რომ 20 ივნისს, დისტანციის დაცვით, ჩატარდეს დიდი სახალხო თავყრილობა რუსთაველის გამზირზე, რათა კიდევ ერთხელ გავახსენოთ მთელ მსოფლიოს, რაც მთავარია ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვავიწყდება მათი სიავე, ბოროტება, მათი ნამოქმედარი 20 ივნისს და რომ ეს წინააღმდეგობა არის სახალხო და არა მარტო ოპოზიციური“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S