Accentnews.ge
„არ  მგონია, სხვა ქვეყანაში ინტრიგების გარჩევა რომელიმე ქვეყნის მესვეურის მთავარი ამოცანა იყოს“

„არ  მგონია, სხვა ქვეყანაში ინტრიგების გარჩევა რომელიმე ქვეყნის მესვეურის მთავარი ამოცანა იყოს“

13/05/2020 14:15:55 პოლიტიკა

ყველამ თავის თავს მიხედოს,– ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების ნეგატიურ პროგნოზს უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერასთან დაკავშირებით.

„არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყნის მესვეურის, პოლიტიკოსის მთავარი ამოცანა იყოს სხვა ქვეყანაში ინტრიგების გარჩევა და ამაში დროის ხარჯვა. საქართველოს თავისი პრობლემა აქვს და სჯობს, ამ პრობლემებით დაკავდნენ ისინი, ვისაც ჯერ–ჯერობით აბარია ხელისუფლება“,– განაცხადა სააკაშვლმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი ახალ თანამდებობაზე დანიშნა, თბილისმა ელჩი კიევიდან კონსულტაციებისთვის გაოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S