
"ზელენსკის შეუძლია, ჩემი გამოცდილება გამოიყენოს და უკრაინელი ხალხის მანდატი გაამართლოს"
13/05/2020 18:54:55 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტ, უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახალი თანამდებობა საშუალებას მისცემს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისი პირადი გამოცდილება გაუზიაროს.
სააკაშვილის თქმით, უკრაინაში კორუფცია იმ დონეზეა, როგორიც არის ნიგერიაში და ზოგიერთ სხვა აფრიკულ ქვეყანაში.
„არ არის საჭირო, რომ ზელენსკი გახდეს უკრაინის სააკაშვილი. უკრაინას უნდა ჰყავდეს თავის ზელენსკი საქართველოს ჰყავდა სააკაშვილი. მე აქ არ ვარ არჩევნებით მოყვანილი პირი. ფართო მანდატის, დიდი პერსპექტივის და დიდი მხარდაჭერის მქონე პრეზიდენტს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, მივცემ იმ შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს ჩემო გამოცდილება და ჩემი ხედვა იმისათვის, რომ ის მანდატი, რომელიც მას უკრაინელმა ხალხმა მისცა მოახდინოს რეალიზება. უკრაინელმა ხალხმა ზელენსკის მისცა მანდატი, რომ შეცვალოს ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ. ეს ნიშნავს, რომ დაუპირისპირდეს ძველ ტესტებს. როგორც ჩვენთან იყო შევარდნაძის ეპოქა, აქ ეს ეპოქა გრძელდება 30 წელი. აღმოჩნდა, რომ ახლა ქვეყანა ბევრად უფრო რთულ სიტუაციაშია, ყველაზე ღარიბია ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში, უკრაინა უფრო ღარიბია ერთ სულ მოსახლეზე ვიდრე იყო საბჭოთა კავშირის ბოლო წელს, კორუფცია იმ დონეზეა, როგორიც არის ნიგერიაში და ზოგიერთ სხვა აფრიკულ ქვეყანაში და ამ ყველაფერს სჭირდება ქმედება. თუ დაიწყება აღმასვლა ამ დიდი დაღმასვლის შემდეგ ეს უკვე რაღაც შედეგი იქნება. რა ტემპით იქნება ეს აღმასვლა - ეს ჩემზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული და არც პრეზიდენტზე არ იქნება ბოლომდე დამოკიდებული. ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“.