Accentnews.ge
"საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარება ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება"

"საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარება ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება"

13/05/2020 20:04:04 საგარეო პოლიტიკა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, საქართველო ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორებიდან Covid-19-ის კრიზისთან გასამკლავებლად 500 მლნ ევროზე მეტს მიიღებს.

მისივე თქმით, საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარება ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება.

"ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმის, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალეობის სფეროებში. ჩვენ კვლავ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, მიაღწიოს უმაღლესი სტანდარტების სასამართლო სისტემას და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია, რომ დავეხმაროთ საქართველოს და მის ხალხს, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ღია დემოკრატიული მმართველობისგან, ადამიანის უფლებების დაცვისგან, ეკონომიკური ზრდისაგან და კეთილდღეობისგან. [...] მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს საქართველო ჩვენი საერთო ძალისხმევით, მზად იქნება, გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველო, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული სახელმწიფო, მჯერა, რომ ამ პასუხისმგებლობას აცნობიერებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თვალი გავუსწოროთ ამ გამოწვევას. განსაკუთრებით დღეს, როდესაც მთელი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეგიონი გადის Covid-19-ის კრიზისს, ეწინააღმდეგება მათ შიდა საქმეებში ჩარევას და დეზინფორმაციის კამპანიას. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ ურთიერთნდობის ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზნებს. ეს ნდობა შეიძლება, დაეფუძნოს მხოლოდ პროგრესს იმ აღებული ვალდებულებების და დაპირებების შესრულებისა, მათ შორის მათი, რომელზე შეთანხმებაც მიღწეული იქნა 2020 წლის 8 მარტს ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S