მეზურნიშვილი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტარების, კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებები საქართველოს იმიჯს აზიანებს
14/05/2020 06:27:34 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის შეფასებით, ევროპარლმენტარების, ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების განცხადებები აზიანებს ქვეყნის იმიჯს, თუმცა მათ რეალური საფუძველი არ აქვთ. ამის შესახებ პოლიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„ძალიან დიდ პატივს ვცემთ აშშ–ის კონგრესს და ევროკავშირის პარალამენტის წევრებს, რომლებიც აქტიურობენ საქართველოს მიმართულებით, მაგრამ ასევე მინდა, საზოგადოებას შევახსენო ძალიან ბევრი ხისტი შეფასება ისეთ საქმეებზე, როგორიც იყო „რუსთავი 2“–ის საქმე და ნახეთ ეს როგორ დასრულდა. გავიხსენოთ თუნდაც სენატორ რიშის განცხადება 2012 წელს. გახსოვთ ეს კომენტარები ვანო მერაბიშვილთან, ბაჩო ახალაიასთან და თუნდაც გიგი უგულავასთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებებში [ოპოზიციასთან]„ქართულ ოცნებას“ არანაირი ვალდებულება არ აგვიღია და ვერც ავიღებდით“.
კითხვაზე, რისი შედეგია ტერმინოლოგია, რომელსაც სენატორები, კონგრესმენები და ევროპარლამენტარები იყენებენ, მეზურნიშვილი პასუხსობს: „კონკრეტული პარლამენტის წევრების კომენტარებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. რა თქმა უნდა, მათ არ ვეთანხმები. საქართველოს დღეს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ეს ქალბატონი [ვიოლა ფონ კრამონი] შეიძლება, გამონაკლისი იყოს, თუმცა თავად ხაზი (გვარები არ მინდა, ჩამოვთვალო), ძალიან მეორდება [კინზინგერი, რიში], რომლებიც 2012 წლიდან აკეთებდნენ ხისტ შეფასებებს. [...]როდესაც მართლა ჰყავდა ქვეყანას პოლიტპატიმრები, ტელევიზიებს მართლა ატერორებდნენ, მაშინ არ იყო წერილების კოროანტელი...პრევენცია [კრიტიკული განცხადებების] ალბათ, შესაძლებელია, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელვანი ფაქტია, რომ ეს განცხადებები, კომენტარები, რომლებიც ადრე კეთდებოდა და ახლაც კეთდება, მთავარია, რომ არ შეესაბმებოდეს რეალობას და ეს არ შეესაბამება რეალობას. მეორე ეტაპი – რამდენად შესაძლებელია პრევენცია, რომ არ იყოს ასეთი ტიპის განცხადებები, რამდენად შესაძლებელია, მოვახდინოთ ოპოზიციური პარტიების ლობირების ...იქ რაღაც ბერკეტების გამოყენება, რა თქმა უნდა, აულებელია და ასეთი განცხადებები აზიანებს ქვეყნის იმიჯს, მაგრამ ფაქტობივად ეს ჭეშმარიტებას მოკლებულია“.
8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.
უკვე გაკეთდა კრიტიკული განცხადებები რიგი ევროპარლამენტარების, აშშ–ის სენატის თავმჯდომარე ჯიმ რიშის, კონგრესმენ ადამ კინზინგერის მხრიდან.


