Accentnews.ge
"პირველი ქვეყანა, რომელთანაც უსაფრთხო მწვანე კორიდორი გაიხსნება ისრაელი იქნება"

"პირველი ქვეყანა, რომელთანაც უსაფრთხო მწვანე კორიდორი გაიხსნება ისრაელი იქნება"

14/05/2020 07:29:21 საგარეო პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განმრტებით, პირველი ქვეყანა, რომელთანაც უსაფრთხო მწვანე კორიდორი გაიხსნება, ისრაელი იქნება. აღნიშნული განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავტრიასთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან.

"დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც სულ მალე ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში სულ მალე მივიღოთ სტუმრები, ტურისტები ამ ქვეყნიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას შეეფერება. გარდა ამისა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან და რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებთანაც. ყველა ეს მიმართულება იქნება უახლოეს პერიოდში დასასრულამდე მიყვანილი," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S