Accentnews.ge
„გარანტიას გაძლევთ, უმრავლესობის 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს“

„გარანტიას გაძლევთ, უმრავლესობის 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს“

14/05/2020 10:01:47 პოლიტიკა

გარანტიას გაძლევთ, რომ უმრავლესობის 92 დეპუტატი მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ განაცხადა.

„მთლიანად პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ 27 წარმომადგენელია – ორივე ფრთას ვგულისხმობ. რჩება 133 დეპუტატი და აქედან 113 ხმაა საჭირო. თუ კი ქალბატონი ინაშვილის ფრაქცია მხარს დაუჭერს, ასევე მხარს დაუჭერს უმრავლესობიდან გასული ფრაქცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, მაშინ სავსებით შესაძლებელია, ამ ცვლილების გატანა, ვადებში კი ჩავეტევით“,- განაცხადა ნოზაძემ.

ცნობისთვის: ინაშვილის ფრაქცია და დამოუკიდებელი დეპუტატები ცვლილებებისთვის მხარდაჭერას გეგმავენ.

8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.

უკვე გაკეთდა კრიტიკული განცხადებები რიგი ევროპარლამენტარების, აშშ–ის სენატის თავმჯდომარე ჯიმ რიშის, კონგრესმენ ადამ კინზინგერის მხრიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S