Accentnews.ge
„ანაკლიის გაჩერება პირდაპირი დავალება იყო და ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი ტამანში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს“

„ანაკლიის გაჩერება პირდაპირი დავალება იყო და ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი ტამანში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს“

14/05/2020 10:38:09 პოლიტიკა

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსეთისგან მიცემული დავალება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შეჩერება იყო.

„დღეს გამოქვეყნდა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ავსტრალიიდან მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იქნა გამოძიებული. შესაბამისად, დაიდო საერთაშორისო დონის კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც არათუ ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე, არამედ არანაირი დანაშაულის ნიშნები ამ საქმეში არ მოიპოვება. ეს მნიშვნელოვანია და ჩემი და ბადრის ბრძოლაც მნიშვნელოვანი იყო სამართლისთვის და სამართლიანობისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პროკურატურის, სამსამართლო სისტემის მიკერძოებულობას, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების არსებობას ამ ქვეყანაში. ეს ყველაფერი მიმართული იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ჩაგდებისთვის, ეს არის ანაკლიის პროექტი. უკვე ორი წელია, ეს საქმე გრძელდება და გრძელდება იმიტომ, რომ დროებით მიეღწიათ იმ შედეგისთვის, რასაც ანაკლიის გაჩერება ჰქვია. საქართველოს მთავრობა არის მარიონეტული, რუსული ძალის მიერ მართული მთავრობა, რომლის პირდაპირი დავალება იყო, რომ გაჩერებულიყო ანაკლია. ეს ხდება იმ დროს, როდესაც პარალელურად ტამანში, ნოვოროსისკის გვერდზე იგივე რუსეთი აშენებს ღრმაწყლოვან პორტს. სურათი ნათელია, ამაზე დიდხანს არ შევჩერდები. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S