ოპოზიციის ინიციატივას ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა
14/05/2020 11:25:53 პოლიტიკა
ხმაური იყო ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ინიციატივას მოჰყვა.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლება და თანხის პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემა მოითხოვეს. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად, საარჩევნო სამზადისით არის დაკავებული და საჯარო სამსახურებში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას ცდილობს.
საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის ბრალდებას ტყუილი უწოდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა განმარტეს, რომ „ქართული ოცნება“ პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება, თუმცა ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლება არ იგეგმება.
იხილეთ ასევე: ენმ – ხელისუფლებას: "კეთილი ინებეთ და 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს 1000 ლარით, ყველა ბავშვს კი 500 ლარით დაეხმარეთ"


