Accentnews.ge
კუბილიუსი: „ხელისუფლება ევროკავშირის რწმენას რისკავს, რწმენის დაკარგვა კი მათ შორის ფინანსური დახმარების გაქრობასაც გამოიწვევს“

კუბილიუსი: „ხელისუფლება ევროკავშირის რწმენას რისკავს, რწმენის დაკარგვა კი მათ შორის ფინანსური დახმარების გაქრობასაც გამოიწვევს“

14/05/2020 12:05:30 პოლიტიკა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნდობას და რწმენას რისკავს. რწმენის დაკარგვა კი გამოიწვევს სხვა ყველაფერს და მათ შორის ფინანსური დახმარების შესაძლებლობის გაქრობასაც. ამის შესახებ მან 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების კონტექსტში ისაუბრა.

„ევროკავშირის მხარდაჭერა დამოკიდებულია იმ პირობების შესრულებაზე, რომელიც 8 მარტის შეთანხმებითაა გათვალისწინებული და თავის თავში დემოკრატიის განვითარებასაც გულისხმობს. ამიტომაც ვარ შეშფოთებული. შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა მოაწერეს ხელი, ძალიან მნიშვნელოვაია და არაა სრულად შესრულებული, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. შეთანხმება მხოლოდ პროპორციულ არჩვნებს არ გულისხმობს, გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მართლმსაჯულების პოლიკისგან დაცლას. სწორედ ამ პირობას არ ასრულებს ხელისუფლება. საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოს დახმარებას უზრუნველყოფენ, გვიჩვნდება კითხვები და ეჭვებიც უფრო იზრდება. შესაძლოა, პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა არ შევწყვიტოთ, თუმცა ხელისუფლება რისკავს ევროკავშირის ნდობას და რწმენას. რწმენის დაკარგვა კი გამოიწვევს სხვა ყველაფერს და მათ შორის ფინანსური დახმარების შესაძლებლობის გაქრობასაც“,– განაცხადა კუბილიუსმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით კი,"სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, გამოყოფილი დახმარების მიღება დაუკავშირონ კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას. ჩვენი მხრიდან ეს აღქმულია, როგორც მორიგი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში".

8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.

უკვე გაკეთდა კრიტიკული განცხადებები რიგი ევროპარლამენტარების, აშშ–ის სენატის თავმჯდომარე ჯიმ რიშის, კონგრესმენ ადამ კინზინგერის მხრიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S