Accentnews.ge
ცხინვალმა რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის კვეთის აკრძალვა 25 მაისამდე გაახანგრძლივა

ცხინვალმა რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის კვეთის აკრძალვა 25 მაისამდე გაახანგრძლივა

15/05/2020 11:40:56 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის კვეთის აკრძალვა 25 მაისამდე გაახანგრძლივა.

«ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც სამშობლოს ფარგლებს გარეთ დარჩნენ, გაგებით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას” – განაცხადა ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

მისივე თქმით, კვების პროდუქტებისა და სამშენებლო მასალის შეტანა ოკუპირებულ რეგიონში გარკვეული განრიგით განხორციელდება, კვირაობით კი გამშვები პუნქტი სრულად იქნება დაკეტილი სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად.

ამასთან, აკრძალვა არ ვრცელდება პირველადი საჭიროების საქონლის გადაზიდვებზე, სამედიცინო ხაზით გადაუდებელი აუცილებლობის გასვლებსა და მოქალაქეებზე, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონს ტოვებენ და დაბრუნებას არ აპირებენ.

• სადღეისოდ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული. ყველა ინფიცირებული რუსეთიდანაა შესული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S