კალაძე – კორუფციის ბრალდებაზე: "თაღლითები და მაიმუნები სად უნდა მოიკითხოთ, იცით“
15/05/2020 11:44:08 პოლიტიკა
კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ, ჩემზე უკეთესად იცით, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ოპონენტების ბრალდებას სავარაუდო კორიფციაზე. ენმ–ის ცნობით, თბილისში მეტროსადგურებში სამუშაოებს ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.
„რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტენდერს, როგორც ჭავაჭავაძის გამზირთან დაკავშირებით მოგხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, იგივე მოგხვდებათ ახლაც იმიტომ, რომ ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თურქულია და ახორციელებს სამუშაოებს და აქვს ვალდებულებები ჩვენთან რომ ეს სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს. სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დამთავრდება“, - განაცხადა კალაძემ.
იხილეთ ასევე: თბილისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ: "როგორ აღმოჩნდა, რომ მაღალი ძაბვის კაბელებთან ყოფილი ფეხბურთელები მუშაობენ?!“


