Accentnews.ge
ბურჯანაძე – „ქართულ ოცნებაზე“: „ესენი ვინ არიან? კლასი კი არა, თავში პოლიტიკური ხვეულიც არ აქვთ“

ბურჯანაძე – „ქართულ ოცნებაზე“: „ესენი ვინ არიან? კლასი კი არა, თავში პოლიტიკური ხვეულიც არ აქვთ“

15/05/2020 12:37:56 პოლიტიკა

„ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მმართველ პოლიტიკურ გუნდს იმის გამო აკრიტიკებს, რომ ევროპარლამენტარების და ამერიკელმა სენატორის მიმართვაში სიტყვა "პოლიტპატიმარი" გაჩნდა.

„ეგეთიბ უტვინო , უმაქნისი როგორ უნდა იყო ხელისუფლება, რომ 30 წლის განმავლობაში პირველად, საერთაშორისო თანამეგობრობას ათქმევინო, რომ პოლიტიკური პატიმრები გყავს?! წინა ხწლისუფლების დროს 41 კაცი ამ ოფისიდან [ბურჯანაძის თანაპარტიელები] ციხეში იჯდა. თითქმის ყველა პოლიტიპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. სტრასბურგის სასამართლომ აღიარა, რომ მათ მიმართ იყო პოლიტიკური დევნა და მაშინ მე ვერ მოვახერხე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ადამიანებზე პოლიტპატიმრის კონტექსტში რაიმე სიტყვა ეთქვა. იმიტომ, რომ გინდა თუ არა, უნდა თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა ეფექტურად მუშაობდა, როგორც ხელისუფლება და ესენი ვინ არიან? კლასი კი არა, ერთი პოლიტიკური ხვეული არ აქვთ თავში“,– განაცხადა ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის:ევროპარლამენტარები, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ელიან პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თავად ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S