Accentnews.ge
რიგი შეზღუდვების შენარჩუნების მიზნით ცვლილებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში იგეგმება

რიგი შეზღუდვების შენარჩუნების მიზნით ცვლილებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში იგეგმება

15/05/2020 13:40:03 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, უმრავლესობის წევრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ გარკვეული შეზღუდვები დატოვება გახდება შესაძლებელი, პარლამენტში ინიცირებულია და მას მომავალ კვირაში მიიღებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ უქმდება საგანგებო მდგომარეობა მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს გვაძლევს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შესაძლებლობას. თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, დარჩება მთელი რიგი შეზღუდვები და მათ ძალაში დატოვებას სჭირდება საკანონმდებლო უზრუნველყოფა. საუბარია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე. შესაბამისი კანონპროექტი არის უკვე მომზადებული და ინიცირებული და მომდევნო კვირაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე მივიღებთ ამ პაკეტს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის: როგორც დღეს გახდა ცნობილი, მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების შუამდგომლობით არ მიმართავს, თუმცა ამ ეტაპზე არც რიგი შეზღუდვების მოხსნას გეგმავს. კონკრეტულად რომელ შეზღუდვებზეა საუბარი, ამ ეტაპზე უცნობია.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი საქართველოში 23 მაისის ჩათვლით მოქმედებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S