Accentnews.ge
ვისთან ერთად გეგმავს პოლიტიკურ აქტიურობას პაატა ბურჭულაძე

ვისთან ერთად გეგმავს პოლიტიკურ აქტიურობას პაატა ბურჭულაძე

15/05/2020 14:31:56 პოლიტიკა

მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება, საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ საუბრობს.

"შეთავაზება რამდენიმე პოლიტიკური პარტიიდან მაქვს. ვაპირებ, როგორც საქართველოს მოქალაქე ჩავერთო და დავეხმარო ყველას ერთად, თუ შესაძლებელია. როდესაც „ოცნებას“ ვიშორებთ, ფაქტობრივად მთელს საქართველოს ვეხმარებით. ვაპირებ, ვინც ფიქრობს, რომ პოლიტიკა არ არის სუფთა ადამიანების საქმე და მხოლოდ ბინძურებისაა, გადავარწმუნოთ. უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ყველანი ჩავერთოთ. არაა აუცილებელი, პარტიის წევრი იყო. პოლიტიკაში უნდა ჩაერო როგორც მოქალაქე და შენს ქვეყანას სიკეთე გაუკეთო.როგორც კი გაიხსნება საქართველო, ჩამოვალ და როგორც კი დაიწყება აქტიური მონაწილეობის საშუალება, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში გერმანიიდან ჩართვისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S